პრესრელიზები

სარჩევნო დავებზე სასამართლოს გადაწყვეტილებათა ხარისხის გაუმჯობესება

სარჩევნო დავებზე სასამართლოს გადაწყვეტილებათა ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, გაიმართა ორდღიანი დისტანციური საპილოტე ტრენინგი საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეებისათვის.

სასწავლო კურსი განკუთვნილია მოქმედი მოსამართლეებისა და იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელთათვის, რათა უზრუნველყოფილი იქნეს მათი უწყვეტი და მდგრადი პროფესიული განვითარება.

ორი დღის განმავლობაში, ოცდაათამდე მოსამართლემ, მათ შორის საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, იმსჯელა საარჩევნო დავების გადაწყვეტის ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებსა და პრაქტიკაზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ევროპის საბჭოს სტანდარტებსა და სასამართლო პრაქტიკაზე. მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს საარჩევნო დავებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის განვითარებაზე, მათ შორის, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში.

საპილოტე ტრენინგი ჩატარდა სასწავლო კურსის „საარჩევნო კანონმდებლობა და საარჩევნო დავების გადაწყვეტა“ ფარგლებში, რომელიც დაინერგა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებასთან თანამშრომლობით.

ღონისძიება გაიმართა ევროპის საბჭოს პროექტის „საარჩევნო პრაქტიკისა და პროცესის გამჭვირვალობის, ინკლუზიურობისა და სანდოობის მხარდაჭერა საქართველოში“ ხელშეწყობით.